პოლიტიკა

ამიერიდან საქართველოში სრ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლების ოჯახის წევრებს  შეეძლებათ  ანაზღაურებადი საქმიანობით დაკავდნენ

სრ მთავრობამ  გამართულ სხდომაზე დაამტკიცა სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების ოჯახის წევრების მიერ ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის  მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოსთან განსაკუთრებული და მეზობლური ურთიერთობების შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ორმხრივ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button