პოლიტიკა

ახალი გადაწყვეტილება –  სომხეთს სამხედრო ატაშეები ეყოლება  ჩეხეთსა და ყირგიზეთში

სომხეთის რესპუბლიკას ეყოლება სამხედრო ატაშეები ჩეხეთსა და ყირგიზეთში.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამხედრო ატაშეს არსებობის აუცილებლობა განპირობებულია ორ ქვეყანას შორის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალითა და სომხეთის  მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესით. ჩეხეთის მხარეც ამ ბოლო დროს დაინტერესებულია  სომხეთთან  თანამშრომლობის გაღრმავებით.

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამხედრო ატაშეს თანამდებობა გაერთიანდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სომხეთის საელჩოსთან არსებულ სამხედრო ატაშესთან.

რაც შეეხება ყირგიზეთს, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირგიზეთში სამხედრო ატაშეს ყოფნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ახალ იმპულსს მისცემს სფეროში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button