პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი  ახალი კომისარი ჰყავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა კომისრად ირლანდიის წარმომადგენელი მაიკლ ო’ფლაერტი აირჩია, რომელიც ამ თანამდებობაზე დუნია მიატოვიჩს შეცვლის.

ო’ფლაერტის კანდიდატურას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 104-მა დეპუტატმა დაუჭირა. ის თანამდებობას 1 აპრილიდან დაიკავებს.

ადამიანის უფლებათა კომისარი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა 1999 წელს ევროპის საბჭოს მიერ, რათა ხელი შეუწყოს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების ცნობიერების ამაღლებასა და პატივისცემას. კომისარს ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი ექვსი წლის ვადით.

ნახეთ მეტი
Back to top button