თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დაკომპლექტებისა და სატრანზიტო ცენტრია – თურქეთის პროკურატურა
თურქეთის პროკურატურის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შედგენილ ბრალდებებში დასტურდება, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფრთის ცენტრი გახდა.
თურქული ვებსაიტის Artigercek-ის ცნობით, თურქეთის პროკურატურა IS-ის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაში ფაქტობრივად აღიარებს, რომ თურქეთი იქცა IS-ისთვის ტერორისტების რეკრუტირებისა და ტრანზიტის ცენტრად.
აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ISIS-ის შესახებ სერიოზულ ფაქტებს წარმოაჩენს, თურქეთში ISIS-ის წევრებს ძალიან მსუბუქ სასჯელებს აკისრებენ და ხშირ შემთხვევაში ისინი პირდაპირ სასამართლოდან ათავისუფლებენ.
ერაყსა და სირიაში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ისლამური სახელმწიფოს ბევრი წევრი უკანონო გზით შევიდა თურქეთში, ზოგიერთმა მათგანმა მიიღო თურქეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ზოგმა დატოვა ქვეყანა, ნაწილი კი სასამართლოს ბრძანებით დეპორტირებული იქნა. თუმცა, ბევრი მათგანი დეპორტაციის შემდეგ თურქეთში სხვა გზებით აღმოჩნდა.
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ IS-მა კვლავ გაააქტიურა თავისი საქმიანობა თურქეთის ტერიტორიაზე.