მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს და ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საუბარი ჰქონდათ

  თბილისში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პირადი საუბარი შედგა.

როგორც  სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის პრეს-რელიზიდან ირკვევა, მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 26 იანვარს გამართული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ხასიათს და გამოთქვეს რწმენა, რომ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც დღეს გაიმართება, ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივ თანამშრომლობას ყველა სფეროში.

ამ კონტექსტში განხილული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

აზრები გაცვალეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.

ნახეთ მეტი
Back to top button