პოლიტიკა

რუსი ისტორიკოსი:  „ვინ არიან აზერბაიჯანელები? ასეთი ეროვნება არ არსებობს“

ვინ არიან აზერბაიჯანელები? ასეთი ეროვნება არ არსებობს. ამის შესახებ რუსმა ისტორიკოსმა მიხაილ სმოლინმა ამ რამდენიმე ხნის წინ  ხნის წინ NTV სატელევიზიო გადაცემის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კაზახეთის რესპუბლიკას ყაზახეთი ეწოდა პირვალედ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისური რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლისას.

„ყაზახები არ იყვნენ, შემდეგ შეიქმნა ყირგიზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა  ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.  მაგალითად, უზბეკები რევოლუციამდე არასდროს არსებობდნენ. ასეთი ეთნიკური სახელი არ არსებობდა. ვინ არიან აზერბაიჯანელები? ასეთი ეროვნება არ არსებობს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სმოლინის ამ სიტყვებთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ ამ ოდიოზურ მოსაზრებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და ასახავს სმოლინის წმინდა პირად აზრს.

ხოლო მილის მეჯლისის დეპუტატმა მუსა გასიმლიმ რუს ისტორიკოსს ურჩია წაეკითხა 1830-იანი წლების რუსული ლექსიკონები და გასული საუკუნის დასაწყისის ტფილისური  გაზეთები, სადაც „ნამდვილად არის ცნობები აზერბაიჯანელებზე“.

უცნობია, რა ლექსიკონებზე საუბრობს ალიევის პარლამენტარი. მაგრამ ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნამდვილად არ არის ნახსენები ასეთი ერი.

ნახეთ მეტი
Back to top button