პოლიტიკა

სომხეთში  შეიარაღების შესყიდვის გეგმაც კი  სახელმწიფო საიდუმლოება გახდება

მთავრობამ დაამტკიცა შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის განხორციელებული შესყიდვების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების სია.

“ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, საკითხი მთავრობის მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

სახელმწიფო საიდუმლოებად ჩაითვლება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვის გეგმა, შესყიდვის მოთხოვნა, ტექნიკური მახასიათებლები, შესყიდვების ორგანიზების პროცესი, ორგანიზაცია, რომელმაც შეასრულა მიწოდება ან მომსახურება ან შეასრულა სამუშაო.

გადაწყვეტილება ძალაში შედის 2024 წლის 28 იანვრიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button