პოლიტიკა

უახლოეს დღეებში აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცემა დანაღმული ველების   8 ახალი რუქა

სომხეთის რესპუბლიკამ  აზერბაიჯანთან სამშვიდობო დღის წესრიგისა და ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის  მხარეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გადასცა დანაღმული ველების რუკები 2021 წლის 12 იანვარს, 3 ივლისს, 19 ოქტომბერს, 1 ნოემბერს  და 29 ნოემბერს.  ამის შესახებ  გვაცნობებენ  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან.

„ამ ცალმხრივი ჰუმანიტარული ნაბიჯის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელშიც დაადანაშაულა სომხეთის რესპუბლიკა არაზუსტი და არასრული ჟურნალების მიწოდებაში და ჰუმანიტარული ნაბიჯის გამოყენებაში სიძულვილის წაქეზებისთვის.

სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს საჯარო და სამუშაო დონეზე, რომ უკეთესი ხარისხის რუქები უბრალოდ არ არსებობს სომხეთის რესპუბლიკის განკარგულებაში. ხოლო გადაცემული რუკები ნკ-ის სამხედრო მოსამსახურეების მეშვეობით იქნა მიღებული.

ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულ  მედიაში  გავრცელდა ინფორმაცია ნაღმის აფეთქების შედეგად მთიანი ყარაბაღის სომეხი  მოქალაქეების ფიზიკური დაზიანებების შესახებ და  2023 წლის 7 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკების შედეგად  მიღწეული  იქნა შეთანხმება ხელშესახები ნაბიჯები  იქნას გადადგმული  ორ სახელმწიფოს შორის ნდობის გასამყარებლად. მასათან დაკავშირებით  სომხეთის ს ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა განაახლა მთიანი ყარაბაღის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოკითხვის სამუშაოები,  რის შედეგადაც შედგა  დანაღმუი ტერიტორიების 8 ახალი რუქა.

ესრუქები აზერბაიჯანულ მხარეს სამუშაო არხებით უახლოეს დღეებში გადაეცემა. მათი ასლები გადაეცემა საერთაშორისო პარტნიორებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button