ეკონომიკა

აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს აწარმოებს

ბოლო დროს აზერბაიჯანმა გააძლიერა ძალისხმევა, ცდილობს შეარყიოს სომხეთის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება შიდა ეკონომიკის ყველაზე პერსპექტიულ დარგებში.  “ARMENPRESS”-ის  ცნობით, ამის შესახებ 29 იანვარს ეკონომიკური ჟურნალისტთა კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მაღაროელთა და მეტალურგთა კავშირის პრეზიდენტმა ვარდან ჯჰანიანმა განაცხადა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ძალიან გააქტიურდა ჩვენს ინდუსტრიასთან და, ზოგადად, სომხეთის ეკონომიკასთან მიმართებაში. უახლოეს დღეებში ჩვენი გაერთიანების სახელით ალბათ განცხადებას გავავრცელებთ. მათ მიზანში აქვთ ამოღებული  ეკონომიკის ისეთი  დარგები როგორიცაა  სამთო მრეწველობა , ენერგეტიკა და ა.შ., რომლებსაც სომხეთის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი და უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საზოგადოება უნდა შეეცადოს ერთობლივი ნაბიჯებით შეამციროს რისკები, რომლებიც რომლებიც ამ პროცესებს მოჰყვება“,  – განაცხადა ჯჰანიანმა.

იგი თვლის, რომ აზერბაიჯანელების მიერ წარმოებული ორიგინალური ჰიბრიდული ომი განპირობებულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ ამჟამად სომხეთმა მათ გაუსწრო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. „2017-18 წლამდე ასეთი შიში არ ჰქონიათ. ახლა კი აზერბაიჯანს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ითაც კი გადავუსწარით. მათ ესმით, რომ ეს ასევე გამოიწვევს ახალი სამხედრო ბალანსის ჩამოყალიბებას და აწარმოებენ ჰიბრიდულ ომს სომხეთის წინააღმდეგ.  ჩვენი გუნდი, ბიზნესის წარმომადგენლები მზად ვართ მთავრობასთან და საზოგადოებასთან ერთად განვიხილოთ ნაბიჯები ამ ომის წაგების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ჯჰანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button