საერთაშორისო

გერმანიაში ორ ყოფილ დეპუტატს აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო კორუფციაში ბრალი დასდეს

მიუნხენის პროკურატურამ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ორ ყოფილ დეპუტატს კორუფციული ბრალდება წაუყენა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მიერ მოსყიდვის ფაქტზე. ამის შესახებ „Европейская правда“ შპიგელზე დაყრდნობით იტყობინება.

CDM-ის ყოფილი დეპუტატები აქსელ ფიშერი და ედუარდ ლინტნერი ბუნდესტაგის დეპუტატები იყვნენ. ფიშერი პარლამენტის წევრი 2009 წლიდან  იყო, ლინტნერი 2021 წლიდან. ეჭვები ასევე ეხებოდა ყოფილ პოლიტიკოსს კარინ შტრენცს, მაგრამ ის 2021 წელს გარდაიცვალა.

გამოძიება ოთხ წელზე მეტხანს გაგრძელდა და კორუფციისა და არჩეული თანამდებობის პირების მოსყიდვის ბრალდებით დასრულდა.

ლინტნერს და  ფიშერს ბრალად ედებათ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან თანხების მიღება და მათი გადაცემა სხვა დეპუტატებისთვის, მათ შორის შრენცისთვის, აზერბაიჯანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ, განსაკუთრებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

მანამდე მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთ დეპუტატ მარკ ჰაუპტმანს წაუყენეს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება ტურინგიაში შეწყდა.

ლინტნერი ფაქტობრივად არ უარყოფს, რომ ლობირებდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ და აღიარა, რომ მისმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან 3 მილიონ ევროზე მეტი მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button