პოლიტიკა

კუხო-ს შემაჯამებელ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია 

კუხო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება განხილვის პროცესშია, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა.

კითხვაზე, რა აწუხებს ერევანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა: – “არაფერი  არ აწუხებს, განხილვის პროცესშია”.

კუხო-ს გენერალური მდივანი იმანგალი ტასმაგამბეტოვი დეკემბრის ბოლოს ეწვია ერევანს და თან ჩამოიტანა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც ერთი თვის წინ იქნა მიღებული მინსკში კუხო-ს საბჭოს სხდომაზე და რომელსაც სომხური მხარე არ შეუერთდა.

კუხო-ში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, მაგრამ ათ წელზე მეტი ხნის წინ წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეზღუდული ფორმატით, თუ ამ პროცედურის წინააღმდეგი არავინაა.

ნახეთ მეტი
Back to top button