„მსოფლიო ცენტრებმა იციან აზერბაიჯანის მზაკვრული გეგმების შესახებ“- ექსპერტი
როდესაც ძირითადი მსოფლიო ცენტრები, მათ შორის ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები, აფრთხილებენ აზერბაიჯანს, არ მიმართოს სამხედრო ოპერაციებს სომხეთის წინააღმდეგ, ისინი გულისხმობენ სიუნიქს და იციან, რომ ეს ოპერაციები იქნება. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში ოპოზიციური ალიანსის „დედა სომხეთის“ წევრმა, პოლიტოლოგმა სტეპან დანიელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ირანი რეგულარულად აცხადებს, რომ ეს მისთვის მიუღებელია, ეს იმასაც ადასტურებს, რომ ასეთი გეგმები არსებობს. მან დასძინა, რომ ირანი ამის წინააღმდეგია, რადგან მომავალში თურქეთისა და აზერბაიჯანის გეგმების განხორციელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას იქ მცხოვრები აზერბაიჯანელების შესაძლო აჯანყების სახით.
„აზერბაიჯანს სურს გახსნას გზა თურქეთთან, რომელსაც ექნება სამხედრო მნიშვნელობა რუსეთთან და ირანთან შემდგომი პრობლემების შემთხვევაში. ბაქო ჩქარობს, თუმცა ჯერჯერობით, სწორედ ირანის პოზიციის გამო არ გამოჩენილა აზერბაიჯანი სიუნიქში. თუ ირანის მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ ის ვერ შევა დამატებით კონფლიქტში თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მაშინ ეს გახდება სიგნალი სიუნიქზე თავდასხმისთვის“, – აღნიშნა დანიელიანმა. მისი შეფასებით, სიუნიქისა და მთელი სომხეთის ბედი დამოკიდებულია გარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე.
ე.წ. ანკლავების შესახებ მოლაპარაკებებს მან ბაქოსა და ანკარას გეგმების განხორციელების გზაზე პირველი ნაბიჯები უწოდა.
თურქეთისა და აზერბაიჯანის რეალური მიზანი არა მთიანი ყარაბაღი, არამედ სიუნიკი იყო და ამ გეგმებს არასოდეს მიატოვებენ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე აზერბაიჯანს სურს სომხეთის ტერიტორიაზე ე.წ. ანკლავების აღების საფარქვეშ თავისი ჯარის შეყვანა, სადაც ის დაელოდება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას, შემდეგი ნაბიჯი კი სიუნიქი იქნება, აღნიშნა დანიელიანმა.