სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხია -მინისტრის მოადგილე
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში მუდამ დგას მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.
„ჩვენს დღის წესრიგში დგას მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი. ეს საკითხი დგას როგორც იუნესკოს აღმასრულებელ ორგანოში, ასევე სხვა შესაბამის დეპარტამენტებში. თუ გახსოვთ, 2020 წლის დეკემბერში იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთიან ყარაბაღში ფაქტების დამდგენი მისია უნდა გაიგზავნოს, რათა ადგილზე დააკვირდეს სიტუაციას და რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, – განაცხადა კოსტანიანმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ, რათა მისიის ვიზიტი შედგეს.