მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი პოლიტიკურად უაღრესად მნიშვნელოვანია   –   ექსპერტი

თარგმანი

სომხურ-ქართულ ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი, როდესაც განიხილება წინა თანამშრომლობა,  დღის წესრიგი და უკვე ხდება  საუბარი ახალი პროექტების (პირველ რიგში ეკონომიკური), ახალი სახელმწიფოთაშორისი და რეგიონული პროგრამების განხორციელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების   გაღრმავებას, რასაც  სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ასეთი  მოსაზრება გამოთქვა ქართველოლოგმა, ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტსა და მხარეებს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ შეთანხმებაზე „ARMENPRESS“-თან  საუბრისას.  

„ზემოხსენებული დოკუმენტით მხარეები აფიქსირებენ, რომ ამიერიდან ორ მხარეს შორის ურთიერთობები იქნება უფრო მაღალი დონის  –  სტრატეგიული ხასიათის. დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან იგი ჰარმონიზებს ოფიციალური თბილისისა და ერევნის მიდგომებსა და პოზიციებს შემდგომ ურთიერთქმედების საკითხებში. არსებული ურთიერთობებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ადრე,  2001 წელს გაფორმებულ სახელმწიფოთაშორისი  ხელშეკრულებაზე იყო დაფუძნებული, ამიტომ დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობა დიდი ხნის წინ გაჩნდა. სამუშაოები ასევე უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო სფეროში სამართლებრივი საბუთების ბაზის განახლების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას მოახდენს“, – განაცხადა   ექსპერტმა.

მელიქიანის თქმით, მხარეებმა გადადგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან იზიარებენ ერთიდაიგივე ღირებულებით სისტემას, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის მნიშვნელოვან ფასეულობებს, თანმიმდევრულად ახორციელებენ ყოვლისმომცველ რეფორმებს სხვადასხვა სფეროში, ევროკავშირის დირექტივებისა და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის  დებულებების შესაბამისად.

მისი თქმით, საქართველო არის სომხეთის კარიბჭე ევროპის, ევრაზიის და რუსეთის ბაზრებზე, ამიტომ საქართველოს მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით აშკარაა.

ორმხრივი ურთიერთობების სამხედრო კომპონენტზე საუბრისას  ბატონმა მელიქიანმა   ხაზგასმით აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ამ ეტაპზე დც დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს და გავაგრძელოთ თანამშრომლობა ინდივიდუალური პროგრამების მიმართულებით. აუცილებელია გავიგოთ, რამდენად მომგებიანია თბილისისთვის ამ სფეროში კავშირების გაძლიერება. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთობლივი წლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია რეფორმების, სამხედრო მედიცინის, სამხედრო განათლების სფეროებთან. საჭიროა ამ კომპონენტის გადახედვაც, ახალი შესაძლებლობების გამოკვეთა, თუნდაც ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. თუმცა, მელიქიანის თქმით, ეს მიმართულება შეზღუდულია იმ კუთხით, რომ ქართული არმია ნატოსკენ მიისწრაფვის, ამ ალიანსის სტანდარტების გამოყენებით, სომხეთი კი კვლავ კუხო-ს ნაწილია, რაც უსაფრთხოების განსხვავებულ ვექტორებს გულისხმობს. მიუხედავად ამ გარემოებისა, ერევანი უფრო ღიაა თანამშრომლობისთვის, თბილისი კი კვლავ კონსერვატიულ მიდგომას იჩენს.

„ზემოხსენებული შეთანხმებით საქართველო ასევე აბალანსებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, რადგან ქართულმა მხარემ ბაქოსთან ასეთი შეთანხმება სულ ცოტა ხნის წინ უკვე გააფორმა. ეს კიდევ უფრო ღირებულს ხდის საქართველოს საშუალავლო მისიას მხარეებს მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო პლატფორმის მიწოდებისა და ურთიერთობების მოწესრიგებაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით. 2020 წლის ომი და შემდგომი მოვლენები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, დიდად  აშფოთებს  ოფიციალურ თბილისს, ამიტომ სომხეთთან ურთიერთობების გადახედვას ასევე აქვს რეგიონალური მნიშვნელობა, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა დაბალანსებული კავშირების განვითარებას.  აზერბაიჯანი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხურ-ქართული ურთიერთობების დაახლოებას და შეიძლება ითქვას, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ბაქოს ინტერესებში არ შედის, თუმცა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. არის სხვადასხვა პლატფორმა, სადაც სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ბაქო ცდილობს არაკონსტრუქციული ნაბიჯებით თავისი მიდგომები უკარნახოს ექსკლუზიურად სომხურ მხარეს“, – განაცხადა ქართველმა ექსპერტმა.

მელიქიანის თქმით, აზერბაიჯანის მსგავს ქცევას კრიზისულ სიტუაციამდე  მივყავართ და რამდენადაც  არ უნდა ცდილობდეს საქართველო შუამავლის როლის შესრულებას, ყველაფერი არც ისე ადვილია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამივე  მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს სამხრეთ კავკასიისა  და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე, შეაფასონ მათი შესაძლებლობები და რესურსები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას, სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ავტორი  მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button