კულტურა

The Guardian-მა სომხური რესტორნები  „წაღკუნქი“ და „ გლხატუნი“ შეიტანა  საოცნებო მენიუში

ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გამოაქვეყნა 20 ევროპული რესტორანი, რომელთა მონახულებასაც ურჩევა მკითხველებს. ჩამონათვალში შევიდნენ  სომხური რესტორნები „წაღკუნქი“ და „ გლხატუნი“

სომხეთი იმსახურებს ყურადღებას, ამბობს საკვებისა და მოგზაურობის ექსპერტი  ქეროლაინ ედენი, რომლის ბოლო წიგნი „ცივი სამზარეულო“ მაისში გამოიცემა. „ეკლესიები, მუსიკა, მუზეუმები, ხელოვნება და ლაშქრობა ყველაფერი ხელმისაწვდომია“, – ამბობს ის.

ედენის „ნამდვილად ბიოსაკვები“-ს  სიის სათავეში არის პატარა სოფელი წაღკუნქი და ამავე სახელწოდების რესტორანი, სადაც ის  დაბრუნებაზე ოცნებობს. „ამაზე საუბარი ადვილი არ არის და არც თუ ისე ადვილია იქ მისვლა, მაგრამ თუ გაინტერესებთ ადგილობრივი გემოები, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ სომხეთში. მზარეულები მონდომებულები არიან, ირგვლივ მდებარე ბორცვებიდან აგროვებენ სოკოს და მწვანილს, სახლის გვერდით კი ტრადიციული თონეა ლავაშის დასამზადებლად“.

იქ სტუმრობა სევანის ტბიდან შესანიშნავი მოგზაურობა იქნება და ის ერევნიდან ერთი საათის სავალზეა. როგორც კი ჩამოხვალთ, აუცილებლად შეუკვეთეთ უგემრიელესი მაფინი. ეს არის ზუსტად ის განსაკუთრებული კერძი, რომელზეც ედენი კვლავ ოცნებობს.  „მთის მწვანილებითა და იოგურტით სავსე, გარედან ხრაშუნა, შიგნიდან რბილი და ძალიან გემრიელია“.

ნახეთ მეტი
Back to top button