მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა და მარკუს რიტერმა ისაუბრეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ

30 იანვარს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარკუს რიტერი. ინფორმაციას უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს. „შეხვედრაზე თანამოსაუბრეებმა განიხილეს ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და ისაუბრეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის შესახებ. თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამოქალაქო მისიის განლაგებას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button