მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბაქოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს მისი კრიტიკოსებისა და ოპოზიციონერების პოლიტიკური დევნა. „აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე თავდასხმები და ოპოზიციონერთა უკანონო დაკავება ანტიდემოკრატიული ტაქტიკაა. ბაქომ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შეწყვიტოს დევნა, რათა COP29-ის გამართვამდე გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი“, – წერს სენატორი კარდინი X-ში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა დამოუკიდებელი და ოპოზიციური ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიმართ. ბოლო დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბლოგერია, აქტივისტი არზუ საიადოღლუ, რომელმაც მკვეთრად გააკრიტიკა აზერბაიჯანის ხელისუფლება და მოქალაქეებს ანტისამთავრობო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button