სპორტი

რექს კალამიანი საკალათბურთო კლუბ “მილუოკი ბაქსის” მწვრთნელად დაინიშნა

სომხეთის კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რექს კალამიანი NBA-ს კლუბ „მილუოკი ბაქსში“ იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის კალათბურთის ფედერაცია. NBA-ში 30 წლიანი გამოცდილების მქონე სომეხი სპეციალისტი “მილუოკი ბაქსის” საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის ასისტენტი იქნება.

რექს კალამიანის ხელმძღვანელობით სომხეთის კალათბურთის ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ წინასაარჩევნო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

22 თებერვალს სომხეთი პირველ მატჩს ავსტრიასთან გამართავს, 25 თებერვალს კი ალბანეთს უმასპინძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button