საზოგადოება

მთიან ყარაბაღში მაქსიმუმ 15 ადამიანი დარჩა – მედია

სომხური მედიის ცნობით, დეკემბრის ბოლოსთვის მთიან ყარაბაღში რუსული ან სხვა შერეული წარმოშობის მაქსიმუმ 15 ადამიანი დარჩა, ესენი არიან მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათ ყოველდღიურ საკითხებს წითელი ჯვარი ან რუსი სამშვიდობოები წყვეტენ, რომლებიც კვირაში 1-2-ჯერ აწვდიანსაკვებს.

აზერბაიჯანელები სტეფანაკერტში არ დასახლებულან, თუმცა აზერბაიჯანის პროპაგანდისტულმა მანქანამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქალაქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. ალბათ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის რეჟიმი ემზადება ახალი სცენარისთვის,  რომელსაც სურს სამყარო შეცდომაში შეიყვანოს იმით, რომ მთიან ყარაბაღში მოსახლეობა დარჩა და არჩევნებშიც იღებენ მონაწილეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button