მთავარიპოლიტიკა

რომის სტატუტი სომხეთისთვის 1 თებერვლიდან ამოქმედდება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი სომხეთისთვის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება 2023 წლის 3 ოქტომბერს მოახდინა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ რომის სტატუტი სომხეთისთვის ძალაში 2024 წლის 1 თებერვლიდან შევა.

სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციამ გამოიწვია რუსეთის მხარის უკმაყოფილება, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ 2023 წელს გამოსცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი, რაც გულისხმობს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება, უნდა დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის ეწვევა მათ  ქვეყნებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტაც ​​კი გაუგზავნა სომხეთის მთავრობის მიერ რომის სტატუტის ეროვნულ ასამბლეაში რატიფიკაციისთვის გაგზავნის გამო.

თუმცა, სხვადასხვა სომეხი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რომის სტატუტთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ისინი ხედავენ შესაძლებლობას პასუხისმგებლობა დააკისრონ  აზერბაიჯანს  ომის დანაშაულებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button