ეკონომიკა

სომხეთში მშპ  7-8 პროცენტის უნდა გაიზარდოს- მინისტრი

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7-8 პროცენტის დონეზეა პროგნოზირებული. ამის შესახებ 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნესიანმა  განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის ზრდა მშპ-ზე მეტი იქნება. წერს NEWS.AM

მან ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის საუკეთესო დამსაქმებელთა სიაში პირველად შევიდა და 24-ე ადგილი დაიკავა. მისი თქმით, ეს არის მენეჯმენტის სისტემის დახვეწისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობის შედეგი. ”ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს სამუშაო”, – აღნიშნა ჰოვანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button