სომხეთში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2023 წელს 14,6%-ით გაიზარდა
სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამახასიათებელი მიმდინარე-ოპერაციული წინასწარი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2023 წ. შედეგებით გაიზარდა 14.6%-ით და 667,11 აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის დეკემბერში ზრდამ წლიურად 7,8 პროცენტი, ხოლო ყოველთვიურად 21,6 პროცენტი შეადგინა.
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 2023 წელს 514,73 აშშ დოლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 11,4%-ით გაიზარდა.
ხოლო კერძო სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 729,22 აშშ დოლარს მიაღწია. დეკემბერში ზრდამ წლიურად 4,6 პროცენტი, ხოლო ყოველთვიურად 15,4 პროცენტი შეადგინა.