ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის სახელმწიფო ვალი 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 48,4 პროცენტი იქნება.

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის სახელმწიფო ვალი 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 48,4 პროცენტი იქნება.

ამის შესახებ “ARMENPRESS”-ის  ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა

„სომხეთის ეკონომიკური პოტენციალი 2023 წელს გაიზარდა.  ეროვნული ვალი პროგნოზირებულია დაახლოებით 48.4 პროცენტამდე, ოდნავ მეტი 2022 წლის მაჩვენებელზე. პროგრესული ზრდა დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლებში, ხოლო 2023 წლის შედეგებით, ჩვენ გვაქვს საგადასახადო შემოსავალი-მშპ მაჩვენებელი 24,1 პროცენტი“, – განაცხადა ჰოვანნისიანმა

მშპ-ს პროგნოზები წინასწარია, მშპ-ს საბოლოო გაანგარიშება ჯერ არ გვაქვს. მთავრობამ თავისი გეგმით მიზნად დაისახა გადასახადები-მშპ თანაფარდობა 25 პროცენტამდე გაზარდოს. მინისტრმა დასძინა, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში საკმაოდ დიდი პროგრესი აქვთ.

მინისტრს სიტყვებით  არარეზიდენტი და არასაბანკო ინვესტორების წონა უმჯობესდება. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი საინტერესო ხდება საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. დადებითი ტენდენციებია ობლიგაციების შემოსავალის საკითხშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button