საზოგადოება
Numbeo-ს მიხედვით, დედაქალაქი ერევანი მე-15 ადგილზეა 329 ყველაზე უსაფრთხო ქალაქთა სიაში
საერთაშორისო ავტორიტეტული ანალიტიკური საინფორმაციო პორტალის NUMBEO-ს დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსის შემაჯამებელი მონაცემების მიხედვით, სომხეთმა შეინარჩუნა თავისი პოზიცია მსოფლიოს 146 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის და მე-7 პოზიციაზეა. ამის შესახებ ინფორმაციას სრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე პორტალის ცნობით, ერევანმა თავისი პოზიცია გააუმჯობესა. დედაქალაქი ერევანმა 329 ყველაზე უსაფრთხო ქალაქს შორის მე-15 ადგილი დაიკავა, გასულ წელს კი მე-20 იყო.
სხვათა შორის, რეიტინგში სომხეთი და ერევანი ლიდერობენ როგორც რეგიონში, ასევე დსთ-ს ქვეყნებსა და ქალაქებს შორის.