კულტურა

ერევანში “ქალღმერთ ანაჰიტის” ქანდაკება გამოიფინება

სომხეთის ისტორიის ეროვნულ მუზეუმსა და ბრიტანეთის მუზეუმს შორის მიღწეული შეთანხმების წყალობით, 2024 წლის სექტემბერში ბრიტანეთის მუზეუმში დაცული „ქალღმერთ ანაჰიტის“ ქანდაკება პირველად გამოიფინება ერევანში. ინფორმაციას ტურიზმის კომიტეტი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ცნობის მიხედვით, ქალღმერთ ანაჰიტის ბრინჯაოს ბიუსტი 1872 წელს იპოვეს დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სადაკში. ქალღმერთის ბიუსტი გადაიტანეს კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი იტალიაში, სადაც ის იყიდა ალესანდრო კასტელანმა, რომელმაც მოგვიანებით ანაჰიტის ბრინჯაოს ბიუსტი გადასცა ბრიტანეთის მუზეუმს.

ნახეთ მეტი
Back to top button