პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იქნება

Netgazeti.ge წერს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში — თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი და „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი ირაკლი ჩიქოვანი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ნახეთ მეტი
Back to top button