საზოგადოება

სომხეთში ქართული ნომრიანი მანქანების საბაჟო გაფორმებისთვის მთავრობა 7,5 მილიონ დრამს (1 აშშ დოლარი დაახლოებით 400 სრ დრამი) აანაზღაურებს

მთავრობამ 1 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ქართული ნომრით 2648 ავტომობილის საბაჟო გაფორმებისთვის 7 532,7 მლნ. დრამის (1 აშშ დოლარი დაახლოებით 400 სრ დრამი) კომპენსაციის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ 2023 წლის 30 დეკემბრამდე ჩათვლით აიღო სუბსიდირების ვალდებულება 4 დეკემბრამდე სომხეთში დროებით შემოტანილი და  30 დეკემბრამდე განბაჟებული ავტომობილების საბაჟო გადასახადის  40%-მდე 5 წლამდე ასაკის მანქანებისთვის, უფრო ძველი მანქანებისთვის 70%-ის ოდენობით.

აღნიშნულია, რომ სრ მთავრობა კომპენსაციას განახორციელებს 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ტრანზაქციებზე.

2023 წლის 28, 29 და 30 დეკემბრის კომპენსაციების განსახორციელებლად საჭიროა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას დაახლოებით 515,6 მლნ. დრამი.

ამ დრომდე ფაქტობრივად 2488 ავტომანქანას კომპენსაცია აუნაზღაურდა, ხოლო 160 ავტომანქანას არ აუნაზღაურდა 515,6 მლნ. დრამი.

ნახეთ მეტი
Back to top button