მთავარიპოლიტიკა

ჩინეთი ყურადღებას აქცევს სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“

ჩინეთი ყურადღებას აქცევს სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობასა და განვითარებას.

ამის შესახებ აცხადებენ სომხეთში ჩინეთის საელჩოში, კითხვაზე, თუ რა ყურადღებას აქცევს ჩინეთი სომხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს “მშვიდობის გზაჯვარედინი”.

„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს ურთიერთდამოკიდებულების განმტკიცებაში, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებაში და საერთო განვითარების მიღწევაში“, – ნათქვამია საელჩოში.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინი”, რომელიც მიზნად ისახავს სპარსეთის ყურის, ომანის ყურესთან, შავი ზღვის, კასპიის და ხმელთაშუა ზღვებთან დაკავშირებას რეგიონალური ერთიანი სარკინიგზო ქსელით და ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზებით.

ამ პროექტის მიხედვით, სომხეთი მიზნად ისახავს განავითაროს კომუნიკაციები სომხეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გზების, რკინიგზის, მილსადენების, კაბელებისა და ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის გზით.

სომხეთის მთავრობა მზადაა უზრუნველყოს კომუნიკაცია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის გზით. სომხეთი ასევე მზად არის აღადგინოს რკინიგზის განადგურებული მონაკვეთები გიუმრიდან თურქეთის საზღვრამდე და რკინიგზის განადგურებული მონაკვეთები ჰრაზდანიდან კაიანამდე, რაც შექმნის ახალ კავშირებს რეგიონის ყველა ქვეყანას შორის.

კარენ ხაჩატრიანი

ნახეთ მეტი
Back to top button