კულტურა

ბერლინის სიმფონიური ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად დაინიშნა სერგეი სმბატიანი

სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, სერგეი სმბატიანი ავრცელებს ცნობას, რომ  2023/2024 წლების საკონცერტო სეზონიდან დაწყებული, იგი დაინიშნა ბერლინის სიმფონიური ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად.

„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამ ორკესტრთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები ორკესტრთან ერთად კონცერტს 5 თებერვალს, საერთაშორისო ფესტივალის „InClassica“-ს ფარგლებში“, – წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button