პოლიტიკა

იარაღის შეძენის პროცესში ჩვენ შევიძინეთ ახალი პარტნიორები ზესახელმწიფოების და მეგობარი ქვეყნების დონეზე – პაპიკიანი

2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ბაზრები და შესაძლებლობები იკეტებოდა ჩვენთვის. ამავდროულად, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადგილზე ვერ გაჩერდებოდნენ  და ჩვენ დავაყენეთ იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაციის საკითხი. ამის შესახებ სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი გვაქვს. ეს პროცესი შეუქცევადია, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მიმდინარე პროცესები და კონტრაქტები სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი არმიის იარაღის ხარისხს. იარაღის შეძენა ასევე გულისხმობს ახალი კადრების მომზადებას, ახალი ტიპის იარაღები მოითხოვს ენების ცოდნას, ადაპტაციას და ჩვენი ჯარი ამ გზით მიდის. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი. ამ პროცესში ჩვენ ასევე შევიძინეთ ახალი პარტნიორები დიდი ზესახელმწიფოების და სხვა მეგობარი ქვეყნების დონეზე. ჩვენ ვსაუბრობთ საფრანგეთსა და ინდოეთზე, ასევე ვსაუბრობთ სხვა პარტნიორებზეც, რაზეც საუბარი ჯერ არ მინდა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სომხეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია პერსონალის მომზადება და წვრთნების ჩატარება, მათ შორის სხვა პარტნიორებთან ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button