პოლიტიკა
სომხეთში სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შესყიდვები ადგილობრივი კომპანიებისგან 20-ჯერ გაიზარდა – მინისტრი
ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შესყიდვები ადგილობრივი კომპანიებისგან 20-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ სრ თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ დასახული გვაქვს ამოცანა, რაც შეიძლება მეტი იარაღი გვეწარმოებინა სომხეთში და შეძლებისდაგვარად შეგვეძინა ადგილობრივი მწარმოებლებისგან“, – განაცხადა მან.
პაპიკიანმა დასძინა, რომ ინტენსიური საინჟინრო სამუშაოები 2023 წელსაც ჩატარდა და პრობლემების უმეტესობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.
„ჩვენ ვეცდებით ამ პრობლემების აღმოფხვრას. საუბარია არა მხოლოდ პოზიციებზე, არამედ გზებზე და თავდაცვის სხვა სისტემებზე“, – დასძინა მინისტრმა.