სომხეთი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საინვესტიციო ფორუმში
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი “მსოფლიო საინვესტიციო კონგრესის” გენერალური დირექტორი ვალიდ ა. ფარღალინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ენტერპრაის სომხეთის“ ფონდის ინვესტიციების დირექტორი არამ ვარდანიანი.
“ARMENPRESS”-ის ცნობით, ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო.
შეხვედრაზე განიხილეს კონგრესის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო საინვესტიციო ფორუმში (AIM) სომხეთის მონაწილეობა და სომხური პავილიონის წარმომადგენლობა.
მხარეებმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე აზრები გაცვალეს.
კონფერენცია არის გლობალური საინვესტიციო და განვითარების პლატფორმა, რომელიც წელიწადში ორჯერ აერთიანებს 6000-ზე მეტ ინვესტიციით დაინტერესებულ მხარეს 160 ქვეყნიდან.