სომხეთს არ აქვს ამბიციები არც ერთი ქვეყნის მიმართ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მან დასძინა, რომ სომხეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია არც ერთი ქვეყნის მიმართ.
პაპიკიანმა განმარტა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიზანი და მისიაა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
“ეს არის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს არმიას”, – აღნიშნა მინისტრმა.