მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთილ ჩეხეთის მოქალაქის საკითხით გამოძიება მიმდინარეობს

3 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთთან საზღვარზე ჩეხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც სცადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. აზერბაიჯანული პრესა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩეხეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიჭრა სომხური მხარის დანაღმული ველის გვერდის ავლით“. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქომ ინფორმაცია აზერბაიჯანში ჩეხეთის საკონსულოს გადაუგზავნა. ბაქოში ჩეხეთის საელჩომ, თავის მხრივ, აზერბაიჯანულ სააგენტო Turan-ს მისი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ განუცხადა. “საქმის გამოძიება მიმდინარეობს”, – აცხადებენ საელჩოში. სომხეთში ჩეხეთის ელჩმა პეტრ პირუნჩიკმა რადიო “Azatutyun”-ს ადრე განუცხადა, რომ ინციდენტს არანაირი კავშირი არ აქვს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რომელიმე წევრთან, როგორც ამას აზერბაიჯანული მედია ამტკიცებს. “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ჩეხეთის მოქალაქის დაკავება”, – განუცხადა ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK-ს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარიანა ვერნეროვამ. მისი თქმით, დაკავების მიზეზი ჩეხეთის მოქალაქის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button