ეკონომიკამთავარი

სომხეთმა შეამცირა ბუნებრივი და თხევადი გაზის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი

2023 წელს სომხეთში 498,2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 516 503 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი (ბენზინი, მაზუთი, ნავთობი, დიზელი, ნავთი) შემოვიდა.

ქვეყნის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 519 374 ტონას (574,4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების) შეადგენდა.

2023 წელს სომხეთში 513,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 2,078,524 ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი შემოვიდა, 2022 წელს კი 541,8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 2,214,500 ტონა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ნავთობპროდუქტები და გაზი ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან შემოდის.

ნახეთ მეტი
Back to top button