მთავარიპოლიტიკა

ირანი მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს – ელჩი

ირანი მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს. ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 6 თებერვალს ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთთან ურთიერთობა, რომელსაც ირანის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ორივე ქვეყნის და რეგიონის სარგებელს ემსახურება. სობჰანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. „ორი ქვეყნის საზღვრები არის  ყველაზე უსაფრთხო, ეს იყო ორივე ქვეყნის ხალხების მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სწრაფად იზრდება, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ურთიერთობები აქტიურად ღრმავდება“, – აღნიშნა ელჩმა. მან დასძინა, რომ მუდამ ორივე ქვეყნის ხალხები ერთმანეთს რთულ დროს უჭერდნენ მხარს.

„რატომ გემუქრებიან? თუ ძლიერი ხარ, ვერ დაგემუქრებიან, ვერავინ გაბედავს დამუქრებას. მშვიდობის ნაკლებობის მიზეზი სამხედრო ბალანსის არარსებობაა. სწორედ ამ ჩარჩოებში მიგვაჩნია სომხეთთან ურთიერთობა სტრატეგიულად. ირანისა და სომხეთის მთავრობებს შორის არის ურთიერთგაგება და ჩვენ ამ გზით მივდივართ“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button