ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის გაძლიერებას. ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანმა 6 თებერვალს ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას ირანის სატრანზიტო როლის შესახებ ინდური იარაღის სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ძალთა ბალანსი ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ სომხეთს, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, სურს თუ არა ირანს სამხედრო ყოფნა სომხეთში ამ სატრანზიტო როლის სანაცვლოდ, მან განაცხადა, რომ ამჯობინებს ამ ჭორებზე პასუხი არ გასცეს.