ეკონომიკა

სომხეთში  დაფიქსირებული ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში

რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში სომხეთის პრობლემების გადაწყვეტა ეკონომიკის სწრაფ ზრდაშია. ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, ეროვნულ ასამბლეაში განცხადებების დროს სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ეროვნული ასამბლეის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ გევორგ პაპოიანმა განაცხადა.

მან შეახსენა, რომ 2023 წლის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 9,4 პროცენტით გაიზარდა. „ამავდროულად, გასულ წელს ინფლაცია მხოლოდ 2 პროცენტი იყო. სომხეთში დაფიქსირებული ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში დაფიქსირებულ მსგავს მაჩვენებლებს შორის“, – განაცხადა პაპოიანმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენი ყველა პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს ეკონომიკის სტაბილურ და სწრაფ ზრდაში, როგორც ეს მოხდა ომის შემდგომ 3 წელიწადში: 5,8 პროცენტი, 12,6 პროცენტი და წელს – 9,4 პროცენტი. ამიტომ ყველა ჩვენგანი ვმუშაობთ, რომ ამ და მომდევნო წლებში 7 პროცენტიანი მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button