მთავარიპოლიტიკა

უნგრეთი მხარს დაუჭერს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებას  – კატალინ ნოვაკი

უნგრეთს სურს სომხეთმა გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან. როგორც “Armenpress”-ი იუწყება, ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვინდა სომხეთმა გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ და როცა უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ სომხეთსა და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე, რომ შევძლოთ წინსვლა სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში“. ხაზგასმით აღნიშნა ნოვაკმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან და ამ მხრივ უნგრეთს შეუძლია სასარგებლო იყოს.

ნახეთ მეტი
Back to top button