კულტურა

ვაიოცძორის რაიონში თავშესაფარი აღმოაჩინეს, რომელშიც 5000 წელზე მეტი ხნის იარაღები და ცხოველების ნაშთები იყო

მკვლევარებმა სომხეთში ადამიანთათვის განკუთვნილი თავშესაფარი აღმოაჩინეს, რომელშიც უამრავი რამ ნახეს.

უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს ვაიოცძორის რაიონში, ეღეგისის  ხეობაში კლდოვანი თავშესაფრის არქეოლოგიური გათხრების დროს. ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს აღმოჩენილ თავშესაფარს ჩამონგრეული სახურავი და კედლის მსგავსი სტრუქტურა ჰქონდა.

2022 წელს თავშესაფრის შესასვლელთან 6 ფუტის სიღრმის თხრილი გათხარეს, რომელმაც გამოავლინა რამდენიმე არქეოლოგიური ფენა, რომელიც შეიცავს ადამიანის საქმიანობის კვალს.

ადგილზე აღმოაჩინეს დაახლოებით 8000 ცხოველის ძვლის ნაშთები, მათი უმეტესობა თხისა და ცხვრისაა.

ნაპოვნმა ნაშთებმა გაიარეს   რადიოკარბონული დათარიღება, რის შედეგადაც აღმოჩნდა რომ ყველაზე ძველი არის  5300 წლის.  ასევე ნაპოვნია დაახლოებით 2000 სხვა აღმოჩენა, მათ შორის სპილენძის ნაჭრები, ობსიდიანის პირები, მძივები და თიხის ჭურჭელი.   

მკვლევართა აზრით,  „ეღეგნისის თავშესაფრის შესწავლის წინასწარი შედეგები ხაზს უსვამს ამ უბნის პოტენციალს იმ ეპოქის ადამიანების ცხოვრების წესზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით“.

ტერიტორიის შემდგომი შესწავლისთვის იგეგმება დამატებითი გათხრები, რათა ნათელი მოჰფინოს რეგიონში ადამიანთა უძველესი საქმიანობას.

ნახეთ მეტი
Back to top button