საერთაშორისო

ირანში აზერბაიჯანის მეთაურობით დივერსანტები დააკავეს

ირანის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიის მგეგმავი ჯგუფი დააკავეს. ამის შესახებ როგორც NEWS.AM წერს, სააგენტო Tasnim ქვეყნის უსაფრთხოების უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი თქმით, „ჯაშუშები და ტერორისტები ირანში შევიდნენ ოპერაციებისა და დივერსიების ჩასატარებლად, რათა შეარყიონ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოება“. ცენტრი, საიდანაც ჯგუფი იმართებოდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

2 თებერვალს ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მოსადის აგენტები 28 ქვეყანაში აღმოაჩინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button