მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანმა და პაოლო პირჯანიანმა სომხეთში ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო  რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში  კომპანია  Embodied, Inc.-ის  დამფუძნებელი პაოლო პირჯანიანი. ზემოხსენებულმა კომპანიამ შექმნა Moxie AI რობოტი. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბატონი ფირჯანიანის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა, რომ სრ  მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და არსებული პოტენციალის რეალიზებას.

პაოლო პირჯანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს დარგის შემდგომ განვითარებასა და წინსვლაში.

განიხილეს სომხეთში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სფეროებში ახალი პროგრამების განხორციელებასთან, შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button