1tv.ge წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.
როგორც ფაშინიანი წერს, იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაფართოვდება.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.