საზოგადოება

რუსეთში სექს-საღამოები აღარ გაიმართება. ცნობილი პროექტი თბილისში გადაიტანეს

რუსეთის Kinky Party-ის პროექტმა, რომელიც თითქმის რვა წელია მოსკოვში სექს-საღამოებს მართავს, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პროექტის ტელეგრამის არხი.

„სახელმწიფო სტრუქტურებიდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ წინა ფორმატში ჩვენი საღამოების ჩატარება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივისცემის მქონე გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია რაიმე სახის სექსუალური ხასიათის ღონისძიება“, – ნათქვამია RBC განცხადებაში.

17 თებერვალს პროექტი ფართო მასშტაბით აპირებდა მერვე წლისთავის „აღნიშვნას“, თუმცა ღონისძიება გაუქმდა. Kinky Party-ში აღნიშნეს, რომ ჯერ არ იციან შეზღუდვა დროებითი იქნება თუ მუდმივი. Kinky Party-ის განცხადებაში არ არის მითითებული, რომელმა სამთავრობო ორგანომ გაავრცელა გაფრთხილება.

“Kinky Party არის სექს-საღამო განსაკუთრებული თემით, დრეს-კოდით, შესანიშნავი მუსიკით და ნათელი შოუ პროგრამით”, – ნათქვამია პროექტის ვებსაიტზე. წესებში ნათქვამია, რომ წვეულებებზე „ყველაფერი შესაძლებელია“, თუ ისინი რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. კერძოდ, მონაწილეებმა უნდა მოითხოვონ ნებართვა, თუ სურთ სხვა სტუმრებთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია. საპასუხოდ, სტუმარს აქვს უფლება თქვას “არა” და სხვებმა პატივი უნდა სცენ ამ უფლებას. ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია (მათ ახორციელებენ მხოლოდ ორგანიზატორები). მონაწილეებმა უნდა შეასრულონ დრეს-კოდის მოთხოვნები (უნდა იყოს „სექსუალური, ნათელი და ესთეტიკური“ და წვეულების თემის შესაბამისი). ძალადობრივი ქმედებები ეწინააღმდეგება წვეულების წესებს და კონტროლდება პოლიციის მიერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წვეულებებზე მისაღებია ალკოჰოლი, აკრძალულია ნარკოტიკები და არასრულწლოვანები.

ამ დროისთვის პროექტი ღონისძიებებს საქართველოში გამართავს. 3 თებერვალს თბილისში პირველი Kinky Party გაიმართა. მოსკოვის წვეულებების მსგავსად, მასში შედიოდა ისეთი ელემენტები, როგორიცაა თამაშები სტუმრების ერთმანეთის გასაცნობად და სპეციალური შოუ პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში ბლოგერ ნასტია ივლეევას „შიშველი წვეულება“ გაიმართა, რომელსაც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. წვეულების შემდეგ ფართომასშტაბიანი სკანდალი ატყდა: გაუქმდა მრავალი არტისტის, მათ შორის ფილიპ კირკოროვისა და ლოლიტას კონცერტები.

ნახეთ მეტი
Back to top button