პოლიტიკა

გიომ კასბარიანი დაინიშნა საფრანგეთის საბინაო მშენებლობის მინისტრად

საფრანგეთის საბინაო მშენებლობის მინისტრად გიომ კასბარიანი დაინიშნა, იუწყება პორტალი News in France.

36 წლის კასბარიანი საფრანგეთის ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში.

ის მტკიცე ლიბერალია და პოლიტიკაში 2016 წლიდან არის ჩართული, როცა ემანუელ მაკრონის მხარდაჭერა დაიწყო. იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი.

ნახეთ მეტი
Back to top button