პოლიტიკა

ვიცე-პრემიერების პოსტებს წულუკიანი და ჩიქოვანი დაიკავებენ

Netgazeti.ge წერს, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერების პოსტებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ.

ვიცე-პრემიერები ირაკლი კობახიძის მისი მთავრობის პირველ სხდომაზე დღეს, 12 თებერვალს დაასახელა.

წულუკიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც.

რაც შეეხება პირველ ვიცე-პრემიერს, ამ პოსტს ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ოფიციალურად წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი. მიშა ფეიქრიშვილი ამ პოსტზე ნინო გიორგობიანს შეცვლის.

ნახეთ მეტი
Back to top button