მთავარიპოლიტიკა

კანონპროექტი „სომხური თავდაცვის აქტი“  აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას წარედგინა

დემოკრატმა კონგრესმენებმა ფრენკ პალონ უმცროსმა და გაბი ამონმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან მაიკ ლოულერთან და გას ბილირაკისთან ერთად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სომხეთის თავდაცვის აქტი წარადგინეს, რომელიც სთავაზობს თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე რეზოლუციის გაუქმების უფლებამოსილების შეჩერებას. ამის შესახებ იუწყებიან ამერიკულ-სომხური სტრუქტურები.

907-ე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა „არ შეიძლება მიაწოდოს სახსრები აზერბაიჯანის მთავრობას მანამ, სანამ პრეზიდენტი არ გადაწყვეტს და არ მოახსენებს კონგრესს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა დგამს მკაფიო ნაბიჯებს, რათა შეწყვიტოს ყველა სახის ბლოკადისა და ძალის სხვა შეტევითი მოქმედების გამოყენება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ“.

11 სექტემბრის შემდეგ ადმინისტრაციამ შეძლო დროებით შეეჩერებინა ეს რეზოლუცია, აზერბაიჯანი გაეთავისუფლებინა 907-ე რეზოლუციის დებულებების გამოყენებისგან. ეს საკანონმდებლო აქტი შემოღებულ იქნა მაშინ, როდესაც სენატმა კენჭი უყარა კანონპროექტს S.3000-ს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ,,სომხური თავდაცვის აქტი“, რომელსაც ლიდერობდნენ დემოკრატი სენატორი გარი პეტერსი და რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო.

ნახეთ მეტი
Back to top button