სამხრეთ კავკასიაში არეულობის შექმნის ნებისმიერ მცდელობას ჩვენი მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვება. სერგეი კოპირკინი
სამხრეთ კავკასიაში არეულობის შექმნის ნებისმიერ მცდელობას ჩვენი მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვება. ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა.
მისი თქმით, რუსეთის მტრული ძალები ცდილობენ აქტიური გავლენა მოახდინონ სამხრეთ კავკასიის მოვლენებზე, გამოიყენონ ისინი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობის საბაბად და შესაძლებლობად.
„ეს თავის გავლენას დატოვებს. მე უკვე ვთქვი, რომ როდესაც ვცდილობდი შემეფასებინა ჩვენი ურთიერთობების ზოგადი სურათი, ატმოსფერო და ეს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რაც იწვევს განგაშს და სიფრთხილეს. მაგრამ ვიმეორებ, ვიმედოვნებ, რომ ის, რაც გვაერთიანებს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების ბირთვს აყალიბებს, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენს ურთიერთობებში ქაოსის შექმნის მცდელობა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციისა და როლის ჩაშლის მცდელობა“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
სერგეი კოპირკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხში ცალსახაა, რადგან სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია.
„და რუსეთმა ითამაშა, თამაშობს და ითამაშებს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში, რადგან ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის, რომ ეს იყოს მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის რეგიონი და ნებისმიერი მცდელობა, შეიქმნას აქ ქაოსი და გამოიყენოს რეგიონი ვინმეს ინტერესებისთვის, შეხვდება ჩვენს მკაცრ ოპოზიციას“, – აღნიშნა მან.