მთავარიპოლიტიკა

სრ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მე-5 სხდომა ბრიუსელში გაიმართება

13 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეხუთე სესია გაიმართება. იუწყება ევროპის საბჭოს პრესსამსახური.

მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესსა და პარტნიორობის პრიორიტეტებზე. ისინი ასევე განიხილავენ მხარეთა ყველაზე ამბიციური პარტნიორული პროგრამის ხელშეწყობის შესაძლებლობებს.

ისინი ასევე განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის და რეფორმების სფეროში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სფეროებში, ასევე მიგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პერსპექტივებს. სესიის მონაწილეები  მოსაზრებებს გაცვლიან პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის რეგიონულ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკაზე.

საპარტნიორო საბჭოს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, სესიაში სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით.

ნახეთ მეტი
Back to top button