ეკონომიკა

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $4.1 მლრდ მიიღო

Netgazeti.ge წერს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარი) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს — 17.3%- ით (608.7 მლნ აშშ დოლარი).

2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს. აქედან 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 27.8%-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button